ახალ ზელანდიაში ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება გაუქმდა

ახალ ზელანდიაში მომხდარი სამი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხის შესახებ გაცემული გაფრთხილება გაუქმდა, -- ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გაუქმებულია ჩრდილოეთ კუნძულის სანაპირო რაიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ევაკუაციის ბრძანებაც, თუმცა მათ პლაჟებზე გასვლისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.

საგანგებო სიტუაციების ეროვნულმა სააგენტომ აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ "არაპროგნოზირებადი ტალღების“ შესახებ გაფრთხილება რამდენიმე საათის წინ გამოსცა.

მედიის ინფორმაციით, ზოგიერთ ქალაქში ქაოტური მდგომარეობა შეიქმნა მას შემდეგ, რაც ასობით ადამიანი უფრო მაღალ ადგილამდე მიღწევას შეეცადა.

წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე არქიპელაგები ახალი კალედონია და ვანუატუ ასევე გააფრთხილეს, რომ საშიში ტალღებისთვის მოემზადონ. მათ სანაპიროებს 3 მეტრამდე სიმაღლის ტალღები ემუქრება, ხოლო სამხრეთ ამერიკის ნაწილები, მათ შორის პერუ, ეკვადორი და ჩილე, გააფრთხილეს, რომ მათ სანაპიროებზე ტალღების სიმაღლემ, შესაძლოა, 1 მეტრს მიაღწიოს.

სამივე მიწისძვრა დილით ადრე მოხდა და ყველაზე ძლიერი, 8.1 მაგნიტუდის, დაუსახლებელ კერმადეკის კუნძულებთან დაფიქსირდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა