იტალიამ ავსტრალიაში AstraZeneca-ს ვაქცინის ექსპორტი დაბლოკა

იტალიის მთავრობამ ავსტრალიაში Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის ექსპორტი დაბლოკა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება AstraZeneca-ს იტალიაში მდებარე ობიექტის მიერ წარმოებული ვაქცინის 250 000 დოზას ეხება.

იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ავსტრალია არ არის "მოწყვლადი" ქვეყნების სიაში, ამასთან, ევროკავშირსა და იტალიაში ვაქცინების მუდმივი დეფიციტია და რომ 250 000 დოზა საკმაოდ მაღალი რაოდენობაა იმის გათვალისწინებით, რა რაოდენობის ვაქცინაც იტალიას და ზოგადად, ევროკავშირს მისცეს.

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიის მთავრობის ამ გადაწყვეტილებას მხარს ევროკომისიაც უჭერს.

ავსტრალიამ ვაქცინაციის პროგრამა გასულ კვირაში, Pfizer/BioNTech -ის ვაქცინის გამოყენებით დაიწყო და დღეიდან პროგრამაში AstraZeneca-ს ვაქცინაც უნდა ჩაერთო. ავსტრალიაში აცხადებენ, რომ ვაქცინის ერთი პარტიის დაკარგვა მათი პროგრამის მიმდინარეობაზე უარყოფით ზეგავლენას არ მოახდენს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა