ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინიტრად დანიშვნას ულოცავს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი, ლი კეციანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინიტრად დანიშვნას ულოცავს.

მისალოც წერილში ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი გამოთქვამს მზაობას, ორმხრივი თანამშრომლობით კიდევ უფრო გაღრმავდეს ქვეყნებს შორის ურთიერთობები.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, მინდა, გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მყარად და სტაბილურად ვითარდება; ნაყოფიერი მიღწევების მომსწრენი ვხდებით თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში. მსურს თქვენთან ერთად მუშაობა ურთიერთსასარგებლო ორმხრივი თანამშრომლობის სტიმულირების, ჩინეთსა და საქართველოს მეგობრობისა და თანამშრომლობის არსობრივი გამდიდრების, ჩვენი ქვეყნებისა და ერების კეთილდღეობის მისაღწევად.

ჩემთვის პატივსაცემ ქვეყანას - საქართველოს - კეთილდღეობას ვუსურვებ, ხოლო ქართველ ხალხს - მშვიდობასა და ბედნიერებას“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა