მიხეილ სარჯველაძე - მოლაპარაკებას რომ ალტერნატივა არ აქვს ამას ხაზგასმით ვადასტურებთ, ძნელია საუბარი, როგორი იქნება  მოლაპარაკების ფორმატი

მოლაპარაკებას რომ ალტერნატივა არ აქვს ამას ხაზგასმით ვადასტურებთ", - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც სარჯველაძე აცხადებს, ჯერჯერობით უნცობია, თუ როდის გაიმართება მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მომდევნო რაუნდი.

"რაც შეეხება საკითხს თუ როდის გაიმართება მომდევნო რაუნდი, ან რა ფორმით ჩატარდება, ამასთან დაკავშირებით პროგნოზი გამიჭირდება. მოლაპარაკებას რომ ალტერნატივა არ აქვს ამას კიდევ ხაზგასმით ვადასტურებთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი აუცილებლად წარიმართება, ძნელია საუბარი, როგორი იქნება კონკრეტული მოლაპარაკების ფორმატი", - აცხადებს სარჯველაძე.

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თაობაზე პლებისციტის იდეას, სარჯველაძის თქმით, პლებისციტი პროცესების ლოგიკური გაგრძელება არ არის.

"არ მგონია, რომ პროცესების ლოგიკური გაგრძელებაა. ჩემი აზრით, მოლაპარაკების სწორი გზა გადის იმ საგამოძიებო კომისიის გზაზე, რომელიც შეიქმნა. მთავარი ამოცანაა ყველა კითხვის ნიშნის მოსპობა, რაც საზოგადოებაში არსებობს არჩევნებთან დაკავშირებით. ყველაფერი უნდა გაირკვევს, თუ აღმოჩნდება სერიოზული ხარვეზი, რასაც შეეძლო გავლენა ექონია შედეგზე 1 %-ზე მეტი მერყეობით, ამაზე ხელისუფლების პოზიცია ცნობილია",- აცხადებს სარჯველაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა