ჩინეთის პრემიერი - ჩინეთი მტკიცედ დაიცავს და ხელს შეუშლის გარე ძალების ჩარევას ჰონგ-კონგის საქმეებში

ჩინეთი "მტკიცედ დაიცავს და ხელს შეუშლის" გარე ძალების ჩარევას ჰონგ-კონგის საქმეებში, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ლი კეციანმა ჩინეთის პარლამენტის ყოველწლიური სესიის გახსნისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინეთი გააუმჯობესებს შესაბამის მექანიზმებსა და სისტემებს, რომლებიც უკავშირდება კონსტიტუციისა და ჰონგ-კონგის მთავარი კანონის განხორციელებას.

„ჩვენ მტკიცედ დავიცავთ და ხელს შევუშლით გარე ძალების ჰონგ-კონგისა და მაკაოს საქმეებში ჩარევას. ჩვენ მხარს დავუჭერთ ორივე რეგიონს, რათა შევინარჩუნოთ მათი გრძელვადიანი კეთილდღეობა და სტაბილურობა, რამდენადაც ეს რეგიონები ავითარებენ ეკონომიკას და აუმჯობესებენ ხალხის ცხოვრებას“, - განაცხადა ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს