მამუკა მდინარაძე - წარსულის პოლიტიკოსებზე და მათ შორის ისეთზე, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, ვცოდავთ ყველანი ერთად და ბევრ ყურადღებას ვამახვილებთ

წარსულის პოლიტიკოსებზე და მათ შორის ისეთზე, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, ვცოდავთ ყველანი ერთად და ბევრ ყურადღებას ვამახვილებთ. ეს ადამიანი არის სიმბოლო იმ ძალიან ცუდი წარსულისა, რომელიც ამ ქვეყანამ როგორც სახადი, ისე გადაიტანა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, ხომ არ ცდილობს მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სააკაშვილი „წარსულის პოლიტიკოსია“.

„ჩვეულებრივი სახადი გადაიტანა ამ ქვეყანამ „ნაცმოძრაობის“ მმართველობის სახით და ამ ყველაფრის შემოქმედი იყო მათი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი. მე დღეს კონსტრუქციული ვიქნები იმიტომ, რომ არ მინდა მოლაპარაკების პროცესში რამის მიზეზი იყოს ჩემი ცუდი განცხადება რომელიმე ოპონენტის მიმართ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილზე მაინც ამას ვიტყვი ყოველთვის, რაც არ უნდა ხდებოდეს - ეს არის წარსულის პოლიტიკსი, რომელიც როგორც სახადი, ისე გადაიტანა ამ ქვეყანამ“, - განაცხადა მდინარაძემ.

გარდა ამისა, მდინარაძემ ასევე ისაუბრა შს მინისტრთან დაკავშირებით, რომელსაც დღეს პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში მოუსმენენ.

„ზოგადად, ვახტანგ გომელაური არის კარგი პოლიტიკოსი, მაგრამ რაც შეეხება მის ფუნქციას, ჩვენ ვხედავთ მის წარმატებულ და თითოეულ პოლიციელის თავდადებულ მუშაობას, რომ ამ ქვეყანაში კრიმინალმა იკლოს და საზოგადოების უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. ბუნებრივია, დეპუტატებს ექნებათ კითხვები, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ და ეს კითხვები, ასევე შეეხება კრიმინოგენულ მდგომარეობას, კითხვები შეეხება სტატისტიკას, ქალთა ძალადობას, „ოცნება“ პირველი ხელისუფლებაა, ვინც გადადგა ქმედითი ნაბიჯები ამ საკითხთან დაკავშირებით, მანამდე ეს არავის ახსოვდა. შესაბამისად, ვინც საქმეს აკეთებს იმას აკრიტიკებენ ხოლმე რაღაც თემებზე. ეს კრიტიკა კარგია. ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით, რაც უფრო მეტ საქმეს აკეთებ ამ მიმართულებით მით უფრო ზედაპირზე ამოდის პრობლემები და ამ ზედაპირზე ამოსული პრობლემების მოგვარებაზე იქნება კითხვები და სათანადო პასუხებიც. გომელაური არის თავისი საქმის პროფესიონალი, რომელიც არის კარგი მაგალითი თითოეული პოლიციისთვის როგორი უნდა იყოს უწყების ხელმძღვანელი. პირადად ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ ასეთია და აბსოლუტურად გულწრფელი“ , - განაცხადა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა