მიხეილ სარჯველაძემ და შალვა პაპუაშვილმა „მეწარმეთა შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს

პარლამენტის წევრებმა მიხეილ სარჯველაძემ და შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებას „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონპროექტი წარუდგინეს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კანონპროექტი სამეწარმეო საზოგადოებაში ურთიერთობებს მოაწესრიგებს. სამართლებრივი ნორმები კი ყველასთვის მარტივად გასაგები იქნება.

" პარლამენტში დაინიცირდა "მეწარმეთა შესახებ” ახალი კანონის პროექტი. საქართველოში დღემდე მოქმედებს 1994 წელს მიღებული კანონი მეწარმეთა შესახებ, რომელმაც გარკვეული ცვლილება განიცადა. ფაქტობრივად, ბევრი მუხლი გადაკეთდა და შეიცვალა. პრაქტიკოსებისგანაც მოდიოდა ეს რეკომენდაცია და სურვილი "კანონი მეწარმეთა" შესახებ ყოფილიყო უფრო დეტალური და ცხადი, იმისთვის, რომ სამეწარმეო ურთიერთობებში ყოფილიყო მეტი სამართლებრივი სიცხადე.

ამ კანონით ხდება ევროკავშირის დირექტივების იმპლემენტაცია ქართულ სამართალში, რაც წარმოადგენს ასოცირების შეთანხმების ვალდებულებას.

ამ კანონპროექტით გვექნება ისეთი ნორმატიული აქტი, რომელიც სამეწარმეო ურთიერთობის კუთხით უფრო ნათლად მოაწესრიგებს სამეწარმეო საზოგადოებაში ურთიერთობას, გაადვილებს სასამართლო პრაქტიკას, მათ შორის, დააჩქარებს, ვინაიდან უფრო გასაგები იქნება ის სამართლებრივი ნორმები, რაც ამ სფეროში მოქმედებს",-აცხადებს პაპუაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა