„ნაციონალური მოძრაობის" გორის რაიონულ ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის რაიონულ ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე 4-ვე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. სახელმწიფო ბრალდება დაკავებულების მიმართ პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

სასამართლო პროცესზე სიტყვით ისარგებლეს თავად ბრალდებულებმაც, რომლებმაც განაცხადეს, რომ ზარალის ანაზღაურებაზე მზად იყვნენ, თუმცა, აღნიშნეს, რომ დანაშაული პოლიტიკური მოტივით არ ჩაუდენიათ.

ცნობისთვის, პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის რაიონულ ორგანიზაციის ქონების დაზიანების ფაქტზე ოთხ პირს ბრალი 4 მარტს წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, 2 მარტს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა შეუწყნარებლობის მოტივით, დააზიანეს ქალაქ გორში გარსევანიშვილის ქუჩაზე მდებარე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის რაიონული ორგანიზაციის ქონება, რამაც 1500 ლარის ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა