აშშ-ში კორონავირუსის 65 447 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 775 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 65 447 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 775 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პანდემიის გავრცელების დროიდან ქვეყანაში კოვიდ 19-ით, საერთო ჯამში, 28 825 427 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან ვირუსს 520 228 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამასთან, შეერთებულ შტატებში დღემდე კორონავირუსის ახალი ვარიანტებით ინფიცირების 2 753 შემთხვევაა დადასტურებული.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში დღემდე 110 მილიონ დოზამდე ვაქცინაა განაწილებული, აქედან მოქალაქეების ვაქცინაციისთვის 82.5 მილიონ დოზაზე მეტია გამოყენებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს