მარია ზახაროვა - მოსკოვი აშშ-ის სანქციების საპასუხო „შავ სიას“ მალე გამოაქვეყნებს

მოსკოვი აშშ-ის სანქციების საპასუხო „შავ სიას“ მალე გამოაქვეყნებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა. „იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მოქმედებენ ისინი [ამერიკელები], მათ შორის ის ფაქტიც, რომ გამოაქვეყნეს ყველა სია, ვფიქრობ, რომ მათ მალე გავახალისებთ. სამუშაოები მიმდინარეობს. ნუ იფიქრებთ, რომ არაფერი კეთდება, რადგან ამაზე არ ვსაუბრობთ”, - განაცხადა მან, რითაც უპასუხა შეკითხვას, თუ როდის უპასუხებს რუსეთი მის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ ალექსეი ნავალნის საქმის გამო დაწესებულ სანქციებს.

აშშ-მა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით რუს მაღალჩინოსნებს და კომპანიებს სანქციები დაუწესა. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-მა 7 რუსი კერძო პირისა და 14 დაწესებულების წინააღმდეგ გამოსცა სანქციები. ვაშინგტონის განცხადებით, აშშ-ის ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის და საომარი მოქმედებების აღმოფხვრის კანონის შესაბამისად, სანქციები დაუწესეს იმ 13 კომპანიას და ერთ საწარმოს, რომლებიც მათი თქმით, ჩართულნი არიან ბიოლოგიური და ქიმიური აგენტების წარმოებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო