თამარ გაბუნიას განცხადებით, „კოვაქს“ პლატფორმაზე 1 მლნ 400 ათასი დოზა ვაქცინის მისაღებად საქართველომ 5 მლნ 300 ათასი წინასწარ გადაიხადა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, „კოვაქს“ პლატფორმაზე 1 მლნ 400 ათასი დოზა ვაქცინის მისაღებად საქართველომ 5 მლნ 300 ათასი წინასწარ გადაიხადა.

ამასთან, როგორც გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, კონკრეტულ მწარმოებლებთან ვაქცინის შესყიდვის ფინანსური მხარე გაუთქმელობის ხელშეკრულების ნაწილია და ამაზე საუბარი არ შეუძლია.

„5 მლნ 300 ათასი იყო ის წინასწარი ღირებულება, რაც ქვეყანამ გადაიხადა „კოვაქსის“ პლატფორმაზე იმისთვის, რომ გარანტირებულად მივიღოთ მოსახლეობის 20%-სთვის, 700 ათასი ადამიანისთვის 1 მლნ 400 ათასი დოზა ვაქცინა, თორემ კონკრეტული მწარმოებლების ფასი მერყეობს და ზუსტდება ინდვიდუალური ხელშეკრულების ფარგლებში“,- განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება ვაქცინების დამატებით დოზებს, როგორც გაბუნია აღნიშნავს, მოლაპარაკება მიმდინარეობს „კოვაქვს“ პლატფორმასთან როგორც „ნოვაქსის“ ვაქცინის მოწოდებაზე, ასევე სხვა მწარმოებლებთან.

„ასევე მიდის აქტიური მუშაობა სხვა პირდაპირ მწარმოებლებთან დამატებითი დოზების მოპოვებისთვის. დაახლოებით 2.5 მლნ დოზა გვჭირდება დამატებით, გარდა იმისა, რასაც „კოვაქსის“ პლატფორმისგან მივიღებთ. გაუთქმელობის ხელშეკრულება არის რამდენიმე კომპანიასთან გაფორმებული, მათ შორის „მოდერნასთან“ და მოკლე ხანში, ვფიქრობთ, ეს ხელშეკრულებები ჩამოყალიბდება“,- განაცხადა გაბუნიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა