საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებულ მანიფესტს, „ლელო", „სტრატეგია აღმაშენებელი" და პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია შეუერთდნენ

დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ინიციატივით საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ხელი მოეწერა მანიფესტს, რომელსაც პოლიტიკური პარტიები "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი" და პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია შეუერთდნენ.

„ლელოს“ ინფორმაციით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პოლიტიკოსებთან ერთად გამოდის ინიციატივით - შეიცვალოს კონსტიტუცია, რომელიც დღეს ძირითად გამოწვევებს ვერ პასუხობს. შეკრებილი საზოგადოების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ კონსტიტუცია ბევრად კარგი იყო წლების წინ, ვიდრე ის დღეს არის. დღესვე სიმბოლურად მოეწერა ხელი მანიფესტს.

აღნიშნულ ღონისძიებას ექსპერტული წრეების და საზოგადოების წარმომადგენლების ხათუნა ლაგაზიძის, დავით კიზირიას, ლაშა ბუღაძის, რატი ამაღლობელის და საზოგადოების სხვა წევრების გარდა ესწრებოდნენ პოლიტიკური გაერთიანება "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერები. მანიფესტზე ხელმოწერას შეუერთდა პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია.

„ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, რომელიც აღნიშნული მანიფესტის ერთ-ერთი ხელმომწერია, აცხადებს, რომ დღეს პოლიტიკური და საზოგადოებრივი წრეები უმნიშვნელოვანესი საკითხის კონსტიტუციის გარშემო გაერთიანდნენ.

„მთელი ძალაუფლება, რეალურად, ეკუთვნოდა ხალხს. სამწუხაროდ, იმ კონსტიტუციამ ვერ იმუშავა, ვფიქრობ, სანამ არ დაუბრუნდებით ამ მოდელს, რეალურად პოლიტიკურ ელიტებს არ წავართმევთ იმის შესაძლებლობას, რომ მათ მართონ და მოირგონ კანონები, განსაკუთრებით - კონსტიტუცია თავის ინტერესებზე, მანამდე ჩვენი ქვეყნის განვითარება სწორი გზით ვერ მოხერხდება. ფაქტი, რომ ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გარშემო გავერთიანდით, მისასალმებელია, თუმცა ნაადრევია ჯერ ერთიან პლატფორმაზე საუბარი,"- ამბობს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა