თენგიზ ცერცვაძე - დიდი იმედი მაქვს, გაერთიანებული ღონისძიებებით - ვაქცინა, პირბადე, სოციალური დისტანცია და ანტივირუსული მედიკამენტი, წლის ბოლოსთვის პანდემია იქნება დამარცხებული

არის ძალიან დიდი გარანტიები, რომ 2-3 კვირიანი დაგვიანების ეპიზოდი არასასიამოვნო მოგონებად დარჩება და ეს არ მოახდენს სერიოზულ გავლენას პანდემიის დინამიკაზე, მითუმეტეს მიღწეულია კარგი სტაბილიზაცია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაციის პარალელურად მოსახლეობამ არსებული რეკომენდაციების დაცვა უნდა განაგრძოს, რადგან „მარტო ვაქცინა საკმარისი არაა“.

„ვაქცინა არის პანდემიის შეჩერების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, მაგრამ არა ერთადერთი. ეს კარგად უნდა დაიმახსოვროს ყველამ. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ როდესაც ვაქცინა შემოვა, მხოლოდ მის იმედზე არ ვიყოთ. ყველა ის მეთოდი პანდემიასთან ბრძოლის, რომელსაც აქამდე ვუწევდით რეკომენდაციას, რჩება. არცერთ ქვეყანას, თვით ისრაელსაც კი, 1 წუთითაც არ შეუწყვიტავს სხვა ღონისძიებების გატარება.

მარტო ვაქცინაცია საკმარისი არაა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ყველას ვაქცინაციას ვერ მოახდენ იმიტომ, რომ მოსახლეობის ნაწილი არ გაიკეთებს ვაქცინას. ასევე, ბავშვებს ვაქცინა არ უკეთდება. ამასთან, ვაქცინა არ იძლევა 100%-იან დაცვას და რაღაც ნაწილს ვაქცინირებულისას, მაინც დაემართება ეს ინფექცია და არაა ცნობილი, რამდენ ხანს შენარჩუნდება ვაქცინაციის შედეგად მიღებული იმუნიტეტი“,- განაცხადა ცერცვაძემ.

ამასთან, ცერცვაძე განმარტავს, რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი პანდემიის სრულად დამარცხება. მისი თქმით, ვაქცინაციით, სოციალური დისტანცირებითა და ანტივირუსული მედიკამენტით წლის ბოლოსთვის პანდემის დამარცხება შესაძლებელი იქნება.

„პირბადეების ტარება, სოციალური დისტანცირება და ხალხმრავალი შეკრებებიდან თავის შეკავება საჭიროა, სანამ პანდემია არ იქნება საიმედოდ დამარცხებული და განდევნილი. იმისთვის, რომ პანდემიაზე სრულ გამარჯვებას მივაღწიოთ, ვაქცინის გარდა მედიცინას ძალიან გვჭირდება ეფექტიანი, პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტი. მხოლოდ ამ ორი ფაქტორის კომბინაციით - ეფექტიანი ვაქცინით და ეფექტიანი მედიკამენტის ერთდროული გამოყენებით მოხერხდება პანდემიის სრულად დამარცხება. ვინაიდან, ვაქცინა ყველას ვერ დაიცავს და ვისაც ის ვერ დაიცავს, დაიცავს ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტი. დღეს მიდის მუშაობა რამდენიმე ასეთ მედიკამენტზე. პირველ რიგში ეს არის მონოკლონური ანტისხეულები, რომელზეც უდიდესი იმედები მყარდება. გარდა ამისა, არის ცნობები, ისრაელიდან, გერმანიიდან, რომ შეიქმნა და გადის კლინიკურ გამოცდას ეფექტიანი ანტივირუსული მედიკამენტები. დიდი იმედი მაქვს, გაერთიანებული ღონისძიებებით - ვაქცინა, პირბადეების ტარება, სოციალური დისტანცია და ანტივირუსული მედიკამენტი, წლის ბოლოსთვის პანდემია იქნება დამარცხებული“,- განაცხადა ცერცვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა