ჯანმოს ინფორმაციით, მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

მიმდინარე კვირაში „კოვაქსის“ პლატფორმით 20 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 20 მილიონი დოზა ჩაიტანეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალ კვირაში „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს.

„კოვაქსისთვის“ ეს კვირა გარდამტეხი მომენტი იყო. ვაქცინაცია დაიწყო განასა და კოტ დ’ივუარში. ამ ორი ქვეყნის გარდა „კოვაქსმა“ ვაქცინები ჩაიტანა ანგოლაში, კამბოჯაში, კოლუმბიაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, გამბიაში, ინდოეთში, კენიაში, ლესოთოში, მალავიში, მალიში, მოლდოვაში, ნიგერიაში, ფილიპინებში, კორეის რესპუბლიკაში, რუანდაში, სენეგალში, სუდანსა და უგანდაში. საერთო ჯამში, „კოვაქსმა“ 20 ქვეყანაში 20 მილიონზე მეტი დოზა ვაქცინა ჩაიტანა. მომდევნო კვირაში კი კიდევ 31 ქვეყანას ვაქცინის 14.4 მილიონ დოზას მიაწვდის და ამით ქვეყნების საერთო რაოდენობა 51-ს მიაღწევს,“- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ეს იმედის მომცემი პროგრესია, მაგრამ განაწილებული დოზების მოცულობა მაინც შედარებით მცირეა.

„ვაქცინების გამოყოფის პირველი რაუნდი მოიცავს იმ ქვეყნების მოსახლეობის 2-3 პროცენტს, რომლებიც ვაქცინებს „კოვაქსის“ საშუალებით იღებენ. ახლა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი „კოვაქსის“ ამბიციის გაზრდაა, რათა ყველა ქვეყანას პანდემიის დასრულებაში დავეხმაროთ. ეს ნიშნავს გადაუდებელი ზომების მიღებას წარმოების გასაზრდელად“, - აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

იხილეთ ვიდეო:ჯანმო - მიმდინარე კვირაში "კოვაქსის" პროგრამით 20 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 20 მილიონი დოზა ჩაიტანეს

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს