აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 390 489 მოქალაქეს ჩაუტარდა

აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 390 489 მოქალაქეს ჩაუტარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია პორტალ Koronavirusinfi.az-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში კოვიდ 19-ის ვაქცინა 27 073 პირს გაუკეთდა. აზერბაიჯანში კოვიდ - 19-ის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია ჩინური კომპანია Sinovac Biotech-ის ვაქცინით 18 იანვარს დაიწყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი უახლოეს მომავალში „კოვაქსის“ პლატფორმის ფარგლებში AstraZeneca-ს ვაქცინის 432 000 დოზას მიიღებს.

იხილეთ ვიდეო:აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 390 489 მოქალაქეს ჩაუტარდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა