ავღანეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით მზადაა, ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი განიხილოს

ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის განცხადებით, თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით, მისი მთავრობა მზად არის ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი განიხილოს. ამასთან იგი მოითხოვს, რომ ნებისმიერი ახალი მთავრობა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის გზით მოვიდეს.

„ჩვენ მზად ვართ, რომ განვიხილოთ თავისუფალი, სამართლიანი და ინკლუზიური არჩევნების ჩატარების საკითხი საერთაშორისო საზოგადოების ხელშეწყობით. ჩვენ შეგვიძლია მოლაპარაკებები ვაწარმოოთ არჩევნების თარიღზე და მივაღწიოთ შეთანხმებას. ყველას, ვისაც სურს ამა თუ იმ გზით მოიპოვოს ძალაუფლება, ვეტყვი, რომ ავღანეთში პოლიტიკური ძალაუფლების მიღების გზაზე მთავარი ავღანელი ხალხის არჩევანია. ჩვენი გარანტი ჩვენი კონსტიტუციაა“, - განაცხადა აშრაფ ღანიმ.

როგორც „როიტერი“ წერს, გასულ კვირას ღანი ქაბულში ავღანეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, ზალმაი ხალილზადს შეხვდა. ავღანელი პოლიტიკოსებისა და დასავლელი დიპლომატების ინფორმაციით, ქაბულში შეხვედრისას ხალილზადმა დროებითი მთავრობის შექმნის იდეა წამოაყენა, თუმცა ღანიმ განაცხადა, რომ მთავრობის ფორმირება მხოლოდ არჩევნების გზით უნდა მოხდეს.

იხილეთ ვიდეო:ავღანეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თალიბანთან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მზად არის არჩევნების საკითხი განიხილოს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო