გია ვოლსკი - იმედი, რომ ეუთო/ოდირი ოდნავ მაინც მიანიშნებდა არჩევნების გაყალბებაზე, არ გამართლდა

„ეუთო/ოდირის განცხადება საბოლოოა. შედეგები დაზუსტებულია. იმედი, რომ ეუთო/ოდირი რაიმე შენიშვნას მისცემდა და ოდნავ მაინც მიანიშნებდა, რომ არჩევნები გაყალბდა, არ გამართლდა”, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ოპოზიციამ ეუთო/ოდირის მექანიზმის გამოყენების სხვა გზები უნდა ეძებოს.

„ასეთ პირობებში უნდა ეძებონ სხვა გზები, როგორ შეიძლება ეუთო/ოდირის მექანიზმის გამოყენება. მაგალითად, იმის თქმა, რომ ის შენიშვნები, რაც გააჩნია ეუთო/ოდირს, სწორედ ის არის, რაც განაპირობებს ადამიანის მიერ თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილების შეცვლას, მაგალითად, შეიძლება გამგებელმა, თუკი 25 მეტრში მიუახლოვდება საარჩევნო უბანს, თვალების დაჟინებული მზერით შეაცვლევინოს საქართველოს მოქალაქეს თავისი გადაწყვეტილება. დაახლოებით ასეთ დონეზე არის დღეს გაწბილებული ხალხის კამათი “, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში არსებული საარჩევნო სამართლებრივი ჩარჩო, საერთო ჯამში, დემოკრატიული არჩევნების გამართვის საფუძველს იძლევა, თუმცა ოდირის წინა რეკომენდაციების მიუხედავად, საარჩევნო კანონმდებლობაში მაინც არსებობს ხარვეზები და ორაზროვნება, რასაც, ზოგიერთ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციის, სასამართლოებისა და სხვა შესაბამისი აქტორების მხრიდან კანონის შეუსაბამო გამოყენება მოჰყვა.

ამავე დოკუმენტის თანახმად, შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებები დიდწილად დაცული იყო და კანდიდატებს, ზოგადად, თავისუფლად და ზედმეტი შეზღუდვების გარეშე შეეძლოთ კამპანიის წარმოება, ამასთან, კამპანიის დროს ადგილი ჰქონდა პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის ცალკეულ შემთხვევებს.

ანგარიში საქართველოს ხელისუფლებისადმი რეკომენდაციებსაც ითვალისწინებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა