Bloomberg - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 111 ქვეყანაში მიმდინარეობს, აცრილია 291 მილიონზე მეტი ადამიანი

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 111 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის უკვე აცრილია 291 მილიონზე მეტი ადამიანი.

გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 7.23 მილიონამდე ადამიანს უტარდება. ყველაზე მეტი - 85 მილიონი ვაქცინა აშშ-ში გაკეთდა, მას ჩინეთი მოჰყვება 52.5 მილიონი ვაქცინირებულით. 38 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია ევროკავშირში. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 8.5 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც ყოველ 100 ადამიანზე 94 ვაქცინირებულს ნიშნავს. ისრაელის შემდეგ პროცენტულად ყველაზე მეტი ვაქცინირებული არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გაერთიანებულ სამეფოში და აშშ-შია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა