რომის პაპი - ჩვენ არ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ, როდესაც ტერორიზმი ბოროტად იყენებს რელიგიას

რომის პაპის განცხადებით, ტერორიზმის, ომისა და ძალადობის შავმა ღრუბლებმა მოიცვა ერაყი, ტანჯვა მიადგა მის რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებს, განსაკუთრებით კი იეზიდების საზოგადოებას. ერაყში ვიზიტის ფარგლებში, პაპი ესტუმრა უძველეს ადგილს, ურს, რომელიც წმინდა მამამთავრის, აბრაამის დაბადების ადგილად მიიჩნევა. პაპი აქვე დაესწრო სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენელთა შეხვედრას. რომის პაპმა იეზიდებისა და სხვა რელიგიის მიმდევრებისთვის ილოცა.

„მტრობა, ექსტრემიზმი და ძალადობა არ იბადება რელიგიურ გულში: ისინი მუხთლობენ რელიგიას. ჩვენ, მორწმუნეებს, არ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ, როდესაც ტერორიზმი ბოროტად იყენებს რელიგიას. ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენი საერთო სახლის დაცვა მტაცებლური მიზნებისგან. მოდით ვილოცოთ, რომ სინდისის თავისუფლება და რელიგიის თავისუფლება ყველგან აღიარებული და პატივცემული იყოს. ეს არის ფუნდამენტური უფლებები,” - განაცხადა რომის პაპმა.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს