გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 2.5 მილიონს გადააჭარბა

გერმანიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 96 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 2 500 182 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 71,900 ადამიანი გარდაიცვალა.

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და 16 ფედერალური რეგიონის ლიდერების მოლაპარაკებების შედეგად საყოველთაო კარანტინი 28 მარტამდე გახანგრძლივდა. შეზღუდვების ნაწილის მოხსნის შედეგად სკოლების უმეტესობაში თებერვლის ბოლოს სწავლა საკლასო ოთახებში აღდგა. გასული წლის 2 ნოემბრის შემდეგ კი ქვეყანაში, დახურულია რესტორნები, ბარები, სპორტული და გასართობი ობიექტები, 16 დეკემბრიდან კი - მაღაზიების უმრავლესობა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა