რატი იონათამიშვილი - რაშიც ყოველთვის ყველაზე მეტად იყვნენ დახელოვნებული, ისევ იმ გზას დაადგნენ - ფარული ჩანაწერები, ფაბრიკაცია და სიცრუის ტირაჟირება

რაშიც ყოველთვის ყველაზე მეტად იყვნენ დახელოვნებული, ისევ იმ გზას დაადგნენ - ფარული ჩანაწერები, ფაბრიკაცია და სიცრუის ტირაჟირება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

როგორც ის აღნიშნავს, პარტიები ისევ „ნაცების“ მესიჯბოქსზე გადაეწყნენ და ეს იქნება, ერთადერთი შედეგი, რასაც ამ სიბინძურით მიაღწევენ.

“ოპოზიცია რომ პარლმენტში არშესვლით ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას, ეს დეფინიცია საერთაშორისო ანგარიშებშიც მოხვდა. ამის შემდეგ:

დასავლელი პარტნიორების ჩართულობით შეთანხმების კონტურები აშკარად გამოიკვეთა;

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც აქამდე ნაციონალური მოძრაობის მართვის ქვეშ იყვნენ, ალაპარაკდნენ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობაზე;

შარლ მიშელის ვიზიტის დროს კიდევ უფრო გამოიკვეთა ოფიციალური თბილისისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირდაპირი მხარდაჭერა;

ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) ანგარიშმა საბოლოოდ წერტილი დაუსვა არჩევნების გაყალბებაზე საუბარს.

ცხადია, ამ გარემოებებმა ძალიან შეაშინა ნაციონალური მოძრაობა, მათი ერთადერთი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი და რუსეთის ფედერაცია. ამიტომ, რაშიც ყოველთვის ყველაზე მეტად იყვნენ დახელოვნებული, ისევ იმ გზას დაადგნენ - ფარული ჩანაწერები, ფაბრიკაცია და სიცრუის ტირაჟირება.

შედეგად, მათ მიერ კონტროლირებადი პარტიები ისევ ნაცების მესიჯბოქსზე გადაეწყნენ და ეს იქნება, ერთადერთი შედეგი, რასაც ამ სიბინძურით მიაღწევენ.

იმ ადამიანების მორალური სახე კი, ვინც ვირტუალურ ჩანაწერებზე აღშფოთდნენ, მაგრამ გირგვლიანის მკვლელობაზე, პატიმრების წამებაზე და სტრასბურგის სასამართლოს მიერ სხვა უამრავ უმძიმეს საქმეზე გასამართლებულ ადამიანებთან ერთად ყოფნა ახარებთ, ცალკე საკითხია“, - წერს იონათამიშვილი.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს