Bloomberg - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოში 300 მილიონამდე ადამიანს ჩაუტარდა

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 111 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის 300 მილიონამდე ადამიანი აიცრა.

გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 7.6 მილიონამდე ადამიანს უტარდება, შესაბამისად კი ამ ტემპით პლანეტის მოსახლეობის 75%-იც აცრას დაახლოებით 4 წელი დასჭირდება.

ყველაზე მეტი - 87.9 მილიონი ვაქცინა აშშ-ში გაკეთდა, მას ჩინეთი მოჰყვება 52.5 მილიონი ვაქცინირებულით. 39 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია ევროკავშირში. Bloomberg-ის ინფორმაციით, ვაქცინის ორივე დოზა ისრაელში მოსახლეობის 40%-მა მიიღო. ყველაზე ჩქარი ტემპით კი ვაქცინაცია ისრაელის გარდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო