აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი პორტალები კორონავირუსის ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ

შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ მათ გამოავლინეს რუსეთის სადაზვერვო და უშიშროების სამსახურების მიერ მხარდაჭერილი ონლაინსაშუალებები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების Pfizer-სა და Moderna-ს საწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებენ.

ეს მედიასაშუალებები „ავრცელებენ მრავალი სახის დეზინფორმაციას, მათ შორის, Pfizer-სა და Moderna-ს ვაქცინების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, სამხედრო კონფლიქტების, საპროტესტო გამოსვლებისა და ნებისმიერი საკამათო საკითხის შესახებ“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრმა, რომელიც პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული კამპანიების წინააღმდეგ არის მიმართული, სამი ასეთი ონლაინ საშუალება გამოავლინა.

ცენტრის მტკიცებით, News Front-ს რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური, New Eastern Outlook-სა და Oriental Review-ს კი - რუსეთის რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური აკონტროლებს.

“დეპარტამენტი გააგრძელებს რუსეთის მიერ ინტერნეტის საშუალებით განხორციელებული მანკიერი ქმედებების გამოაშკარავებას. ასევე გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, იმისთვის, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ გლობალური რეაგირება მოვახდინოთ,” - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

იხილეთ ვიდეო:აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი პორტალები კორონავირუსის ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს