ათენში პოლიციის მიერ ჩადენილი ძალადობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

ათენში გამართული აქციის დასაშლელად, სადაც მოქალაქეები პოლიციის მიერ ჩადენილ ძალადობას აპროტესტებდნენ, სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

მედიის ინფორმაციით, ნეა სმირნის მოედანზე, ათენის გარეუბანში, დაახლოებით 500 ადამიანი მას შემდეგ შეიკრიბა, რაც გავრცელდა ამავე ადგილზე გადაღებული ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ სცემს პოლიციელი ხელკეტით მამაკაცს კორონავირუსის გამო დაწესებული „ლოქდაუნის“ წესების დარღვევისთვის.

ოპოზიციამ აღნიშნული ფაქტი პოლიციის სისასტიკის არაპროვოცირებულ ქმედებად შეაფასა.

„ქვეყანას ჰყავს მთავრობა, რომელმაც მთლიანად დაკარგა კონტროლი პანდემიაზე და ერთადერთი, რაც იცის, როგორ გააკეთოს გეგმის თანახმად, ეს არის მძიმე ხელის გამოყენება“, - განაცხადა საბერძნეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მემარცხენე პარტია „სირიზას“ ლიდერმა ალექსის ციპრასმა.

იხილეთ ვიდეო:ათენში პოლიციის მიერ ჩადენილი ძალადობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო