ინგლისში იანვრის შემდეგ პირველად, მოსწავლეები სკოლებში ბრუნდებიან

ინგლისში დღეიდან, იანვრის შემდეგ პირველად, მოსწავლეები სკოლებში ბრუნდებიან. მედიის ინფორმაციით, დღეიდან საკლასო ოთახებს 5-დან-11 წლამდე ასაკის ბავშვები უბრუნდებიან, მომდევნო დღეების განმავლობაში კი ეტაპობრივად მათ 11-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებიც შეუერთდებიან.

საშუალო სკოლის მოსწავლეებს პირველი ორი კვირის განმავლობაში სკოლებში 3 და სახლში ერთი ნებაყოფლობითი კოვიდ 19-ის ტესტის გავლას სთხოვენ. შემდეგ მათ სახლის პირობებში გასაკეთებელი ტესტის კომპლექტს გადაუგზავნიან და ტესტის აღებას კვირაში ორჯერ მოსთხოვენ.

ამასთან, განათლების დეპარტამენტი საშუალო სკოლის მოსწავლეებს პირბადეების ტარებას ურჩევს ყველგან, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მათ შორის საკლასო ოთახებში. რაც შეეხება დაწყებითი კლასების მოსწავლეებს, მათ არც ტესტირების ჩატარებას და არც პირბადეების გამოყენებას სთხოვენ.

აღსანიშნავია, რომ ინგლისში მოსწავლეები საკლასო ოთახებს საშობაო არდადეგების შემდეგ დაუბრუნდნენ, თუმცა ერთი დღის შემდეგ კვლავ ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა