რუსეთში კორონავირუსის 10 253 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველაზე მცირე რაოდენობაა 3 ოქტომბრის შემდეგ

რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 10 253 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 333 029-ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღე-ღამის განმალობაში გამოვლენილი შემთხვევები ყველაზე მცირე დღიური რაოდენობაა ქვეყნისთვის 3 ოქტომბრის შემდეგ.

ამასთან, რუსეთში ვირუსით კიდევ 379 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 89 473-მდე გაიზარდა. რუსეთში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-სგან 3 922 246 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მსოფლიოში მე-4 ადგილზეა.

იხილეთ ვიდეო:რუსეთში კორონავირუსის 10 253 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველაზე მცირე მაჩვენებელია 3 ოქტომბრის შემდეგ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა