ისრაელსა და საფრანგეთში ლეგალურად დასაქმების მსურველებისთვისაც რეგისტრაცია წელს დაიწყება

დიდი იმედი გვაქვს, რომ წელს ისრაელიც დაემატება და დაიწყება დასაქმების მსურველების რეგისტრაცია, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსმა, გიორგი ბუნტურმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გერმანიის გარდა საქართველოს მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებით 3 ქვეყანასთანაა მიღწეული შეთანხმება და სავარაუდოდ, მიმდინარე წლიდან დაიწყება რეგისტრაცია ისრაელსა და საფრანგეთში დასაქმების მსურველებისთვის.

„გერმანია პირველი ქვეყანაა, რომელთანაც ოფიციალურად დავიწყეთ ცირკულარული მიგრაციის სფეროში შეთანხმების განხორციელება. გერმანიის გარდა 3 ხელშეკრულებაა გაფორმებული, რომელთა ამოქმედებაზეც ვმუშაობთ. ეს ქვეყნებია საფრანგეთი, ისრაელი და ბულგარეთი. სავარაუდოდ, ამ ქვეყნებიდან პირველი ისრაელი იქნება და შეიძლება, საფრანგეთიც, სადაც წელს დაიწყება დასაქმების მსურველების რეგისტრაცია. დიდი იმედი გვაქვს, რომ წელს ისრაელიც დაემატება. მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულ ქვეყანასთან მოლაპარაკების საგანი ინდივიდუალურია. ისრაელის და საფრანგეთის შემთხვევაში სხვადასხვა სექტორებზეა საუბარი. საფრანგეთის შემთხვევაში 50 პროფესიაა განსაზღვრული. ბულგარეთშიც არანაირი შეზღუდვა არაა. სამომავლოდ შესაძლოა, გერმანიასთანაც მოხდეს სხვა სექტორების დამატება. ასევე, ვაგრძელებთ ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებებს, რომ მსგავსი ტიპის შეთანხმებებს მივაღწიოთ და საქართველოს მოქალაქეებმა ლეგალურად შეძლონ დასაქმება“, - განაცხადა გიორგი ბუნტურმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში