მიხეილ ყაველაშვილი - საზოგადოებას ნუ გაახსენებენ იმას, რაც დავიწყებული იყო - ყველა ის საზიზღრობა ამომიტივტივდა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხდებოდა

საზოგადოებას ნუ გაახსენებენ იმას, რაც დავიწყებული იყო, ამომიტივტივდა ყველა ის საზიზღრობა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ხდებოდა, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი ჟურნალისტებთან სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით გავრცელებულ აუდიოჩანაწერს.

ყაველაშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძისგან გაუკვირდა, როცა მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე სწორედ ამ ჩანაწერის გამო თქვა უარი. მისი თქმით, ეს ჩანაწერები სწორედ დაპირისპირებას ისახავს მიზნად.

„ყოველ კვირას, ყველა ადამიანზე, ვისზეც სჭირდებოდათ ჩანაწერების გამოქვეყნება ხდებოდა. გვეგონა, ეს საშინელება დავამთავრეთ. მამუკა ხაზარაძისგან ძალიან გამიკვირდა, რომელმაც საკითხი დააყენა, რომ დიალოგში მონაწილეობას არ მიიღებენ. თუ ამაზე აქვს აქცენტი გაკეთებული, ხომ არ იცის, რა არის, როგორ არის? როგორ შეიძლება პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო ამასთან დაკავშირებით,“ - აცხადებს ყაველაშვილი.

ამასთან, მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა დაიწყოს ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება. ყაველაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ხელმოცარულია და ახლა აქცენტს ჩანაწერებზე აკეთებს.

„რა გამოძიება?- სისულელეა. რა შესაძლო დანაშაულის ნიშნები იკვეთება? როდინდელ ჩანაწერზეა საუბარი? ამათ როგორ უნდა დავუჯეროთ? ერთი დევნილი ან ახალგაზრდა დამისახელეთ, ნაწამები ან არ ვიცი - მოკლული, შევიწროებული ჩვენი ხელისუფლების დროს. გამოძიება კი არ უნდა დაიწყოს, ეს არის მიზანმიმართული პროცესი, რომლითაც უნდათ ავნონ საკუთარ სამშობლოს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ,“ - აცხადებს ყაველაშვილი.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს