მიანმარში დემონსტრაციის დროს მიყენებული ჭრილობების შედეგად 2 აქტივისტი გარდაიცვალა

მიანმარში დემონსტრაციის დროს თავის არეში მიყენებული მძიმე ჭრილობების შედეგად 2 აქტივისტი გარდაიცვალა. Reuters-ის მიხედვით, ორივე მამაკაცი ქალაქ მიითკინაში გამართულ აქციაში იღებდა მონაწილეობას. პოლიციამ მათი მისამართით ხმოვანი ყუმბარები და ცრემლსადენი გაზი გაფრთხილების გარეშე გაუშვა. ასევე დაფიქსირდა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შემთხვევებიც.

გამოცემის ცნობით, მიანმარში გამართული აქციების დროს პოლიციელთა ძალადობას სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით კი დაშავდა. მიანმარში საპროტესტო აქციები თებერვლის დასაწყისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ არ წყდება. არმიამ, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ქვეყნის არჩეული ლიდერი აუ სან სუ ჩი დააკავა და ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2021
ვიტალი ბალა - თუ სააკაშვილის კიევში დაბრუნებასთან დაკავშირებით უკრაინისა და საქართველოს პირველ პირებს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული, ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლების ადრე გაკეთებული განცხადებები ბევრს არც არაფერს ნიშნავს
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს
ქართულ ბაზარზე ახალი ინოვაციური ბრენდი „მულტი“ შემოდის
BTU აბიტურიენტებისთვის და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის მასშტაბურ პროექტს იწყებს