იტალიამ AstraZeneca-ს ვაქცინის 65 წელს გადაცილებული პირებში გამოყენების ნებართვა გასცა

იტალიამ AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 65 წელს გადაცილებული პირებში გამოყენების ნებართვა გასცა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა.

სამინისტროს განმარტებით, ვაქცინის მიღება შესაძლებელია იტალიაში 18 წელს გადაცილებული ყველა ადამიანისთვის, გარდა იმ პაციენტებისა, რომლებიც კონკრეტული პათოლოგიების მიმართ განსაკუთრებით დაუცველები არიან.

ცნობისათვის, აქამდე იტალიის მთავრობაში აცხადებდნენ, რომ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების რეკომენდაციისთვის საკმარისი მონაცემები არ არსებობდა.

იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს