კახა კალაძე - გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას, პრემიერ-მინისტრთან ერთად კიდევ ვინ უნდა იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან - დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, მოლაპარაკების მაგიდასთან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად კიდევ ვინ იქნება, ამის შესახებ მმართველი გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას.

როგორც კალაძემ განმარტა, დიალოგს და კომპრომისებს ალტერნატივა არ აქვს.

„დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, გუნდის მხრიდან გადაწყვეტილება იქნება იმასთან დაკავშირებით მიღებული, პრემიერ-მინისტრთან ერთად კიდევ ვინ უნდა იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან. კიდევ ერთხელ, ხაზი მინდა გავუსვა, რომ მოლაპარაკებას, ალტერნატივა არ აქვს. თუ ჩვენ ვფიქრობთ ქვეყნის მომავალზე, ქვეყნის განვითარებაზე, იმაზე, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, სიმშვიდე, შევძლოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, არსებული პანდემიის ძალიან სწრაფად დაძლევა, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში სიმშვიდე, სტაბილურობა. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ დიალოგს, საუბარს არ აქვს ალტერნატივა და ასევე, კომპრომისებს“, - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო:გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას, პრემიერ-მინისტრთან ერთად კიდევ ვინ უნდა იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან - დიალოგს ალტერნატივა არ აქვს - კახა კალაძე

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა