ანონსი 9 მარტი

9 მარტს, 10:00 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N237 (C კორპუსი, II სართული).
9 მარტს, 11:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.
პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული).
9 მარტს, 11:00 საათზე, „ლელოს“ ერთ ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია კომენტარს გააკეთებს.
თემა: ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატი და პოლიტიკური მოლაპარაკებები.
მის: სადგურის მოედანი 2
9 მარტს, 11:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).
9 მარტს, 11:00 საათზე, დედაქალაქის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროს ირაკლი გვილავასთან ერთად, ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარე სპორტული დარბაზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნობა.
მის: ლ. ასათიანის ქ. N50
საკონტაქტო: თამარ საგანელიძე - 593 61 66 70
9 მარტს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში საარჩევნო საკითხების სპეციალისტი, "სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელი, ლადო ბოჟაძე განცხადებას გააკეთებს.
თემა: ეუთო/ODIHR-ის საბოლოო ანგარიში და რეკომენდაციები. მოლაპარაკებების საკითხი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57.
საკონტაქტო: 593 53 45 24
9 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და პარლამენტის წევრი, პარტია "მოქალაქეების" ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.
მის.: საქართველოს პარლამენტი, B კორპუსი, სართული 2 (ბიუროს ოთახთან).
9 მარტს, 11:00 საათზე, პარტია „პროგრესული საქართველო“, საქართველოს მთავრობის კანცელარისთან აქციას გამართავს და ასევე, შეიტანენ წერილობით განცხადებას მოთხოვნით: "პრემიერ -მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დატოვოს დაკავებული თანამდებობა".
9 მარტს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში თემურ ჯანაშიას ადვოკატი ბექა ბასილაია სარჩელს შეიტანს.
თემა: სარჩელი ჯანაშიას მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხება, რაც დეკლარაციის არშევსებასათანაა დაკავშირებული.
9 მარტს, 13:45 საათზე, "ლელოს" წევრი ლევან სამუშია "ტვ პირველის" შენობასთან ბრიფინგს გამართავს.
9 მარტს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).
9 მარტს, 15:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის საქმეზე სასამართლო განაჩენს გამოაცხადებს.
9 მარტს, 15:00 საათზე, მოძრაობა „საქართველოსთვის“ აქციას - „გამოდი ღირსებისათვის“ გამართავს.
საკონტაქტო: ელენე ბერიძე - 597 001 923
მის: მთავრობის კანცელარია
9 მარტს, 15:00 საათზე „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში სოსო ტყემალაძის მხარდამჭერი ვეტერანი მორაგბეები ბრიფინგს გამართავენ.
თემა: რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები
მის: მოსაშვილის 24, მე-5 სართ.
9 მარტს, 17:00 საათზე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართება.
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304).

























