აფხაზეთის დევნილთა მინისტრმა  დევნილ, ღვაწლმოსილ ქალებს უმასპინძლა

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის დევნილთა მინისტრმა ლევან თევზაიამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან, ეკა ხოფერიასთან და ჯანდაცვის მინისტრთან, ქეთი ბაკარაძესთან ერთად, დევნილ, ღვაწლმოსილ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა“,-ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოწვეულ ქალბატონებს კომპანია ,,კარფურის“ მხარდაჭერით სასაჩუქრე კალათები და თაიგულები გადაეცათ. აფხაზეთის მთავრობის წევრებმა მრავალწლიანი წარმატებული და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მათ მადლობის სიგელები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.

„ნანული ანჩაბაძე -პროფესიით პედაგოგია. მუშაობდა სოხუმის პირველ საშუალო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ომის პერიოდში იმყოფებოდა ქ. სოხუმში. ქალბატონ თამარ ოდიშარიასთან (I სკოლის დირექტორი) ერთად ორგანიზებას უწევდა დაჭრილი მეომრებისთვის სისხლის ჩაბარების პროცესს.

დალი ბერულავა პროფესიით ექიმი, მუშაობდა სოხუმის პირველ და მეორე საავადმყოფოში. 1996 წლიდან დღემდე მუშაობს ფ. თოდუას კლინიკური მედიცინის ინსტიტუტში რადიოლოგიური დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელად. მინიჭებული აქვს მედიცინის დოქტორის ხარისხი, არის ევროპის რადიოლოგთა და ნევროლოგთა ასოციაციების წევრი. გამოცემული აქვს 25-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.

ლიანა მიქაშავიძე არის საქართველოსა და აფხაზეთის დამსახურებული არტისტი და ქ. სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის თეატრის მსახიობი. დაჯილდოებულია ღირსების მედლით, ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილისათვის მინიჭებული აქვს “მოამაგე“-ს წოდება. არის აფხაზეთის ომის მონაწილე.

ალექსანდრა შენგელაია პროფესიით პედაგოგია. წლების განმავლობაში მუშაობდა გაგრის შოთა რუსთაველის სახელობის პირველ საშუალო სკოლაში. მინიჭებული აქვს საქართველოს და აფხაზეთის დამსახურებული პედაგოგის წოდება.

ლაურა კილაბერიამ პედაგოგიური საქმიანობა დაიწყო 1962 წლიდან მე-18 საშუალო სკოლაში, შემდეგ მუშაობდა სოხუმის პირველი საშუალო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლად. აქვს I კატეგორიის მასწავლებლის წოდება, დაჯილდოებულია მრავალი სიგელით.

მარინე გელანტია პროფესიით ექიმია. 1984 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. ის იყო ქ. სოხუმის რკინიგზის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში. ომის შემდგომ მუშაობდა აფხაზეთის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამედიცინო ჯგუფის უფროსად. 2012 წლიდან აკად. ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრის სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე, მათ შორის კლინიკის გენერალურ დირექტორად. 2021 წლიდან ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორია. მინიჭებული აქვს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მაიორის წოდება.

ნანა კიკნაძე პროფესიით ექიმი-ნევროლოგია. მუშაობდა კურორტ ბიჭვინთაში ექიმ-ნევროპათოლოგად, შემდეგ გაგრაში საქართველოს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის ინსტიტუტში ექიმ-ნევროლოგად. საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ- მე-4 სამმართველოს კლიმატო-ბალნეოლოგიური რეაბილიტაციური ცენტრის უფროს მეცნიერად. არის მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი, მინიჭებული აქვს წარჩინებული ექიმის და უმაღლესი კატეგორიის ექიმის წოდებები“,-აღნიშნავენ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
რამაზ საყვარელიძე - თუ მრავალპარტიულობა ხელოვნურია, საარჩევნო დონეზე შესაძლოა მას ჰქონდეს შედეგი, მაგრამ რეალური მრავალპარტიულობა მაინც არ გვექნება და გადაწყვეტილებების მიმღები ერთი პარტია იქნება
პაატა დავითაია - ვინც საპარლამენტო არჩევნების წინ ფართო გაერთიანების მოდელს შესთავაზებს ამომრჩეველს, მოგებაც მის მხარეს იქნება - ვინც ამ სისტემით გავა არჩევნებზე, ის მინიმუმ გაყოფს ხელისუფლებას, მაქსიმუმ - მოიპოვებს
კოლიერსის საოფისე სერვისების პოსტპანდემიური ტრანსფორმაცია
ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო
LEXUS-ი წარმოგიდგენთ უახლეს ფლაგმან მოდელს LX 600
ჩაირთე „სილქფესტი“ და ისარგებლე ულიმიტო ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით უსასრულოდ, მთელი თვის განმავლობაში
„მიჰაუსში“ გრანდიოზული ფასდაკლება დაიწყო
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და „ჯი ეს ემ ტრანსმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს