კახა კახიშვილი - თუ დადგინდა, რომ ჩანაწერები 2010 წლისაა, ისმის კითხვა, რატომ არ გამოიძია იმ დროინდელმა ხელისუფლებამ

პარლამენტის დეპუტატი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით აუცილებელია, გამოძიება ჩატარდეს.

კახა კახიშვილის განცხადებით, გამოძიება ორი მიმართულებით უნდა წარიმართოს და დადგინდეს ყველა დეტალი, არის თუ არა ჩანაწერი ავთენტური, როდის არის მოპოვებული და ჰქონდა თუ არა ადგილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

„გამოძიებამ უნდა დაადგინოს - ავთენტური არის თუ არა ჩანაწერი, როდის შედგა საუბარი და შესაბამისად, როდისაა მოპოვებული, მონტაჟის კვალი ხომ არ არის; თუ ავთენტურობა დადასტურდება, უნდა გაირკვეს, ფიგურანტების მხრიდან ადგილი ხომ არ ჰქონდა ისეთ მოქმედებას, რომელშიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება“, - აცხადებს დეპუტატი.

ამასთან, კახიშვილის თქმით, არის განცხადებები, მათ შორის სოციალურ ქსელშიც დაიწერა, რომ ჩანაწერები 2010-2011 წლებს უკავშირდება. ასეთ შემთხვევაში, მისი თქმით, გაუგებარია, რატომ არ ჩაატარა თავის დროზე გამოძიება მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომელიც ამას დღეს ოპოზიციის რიგებიდან მოითხოვს.

„ასეთ შემთხვევაში, ისმის კითხვა, თუ ჩანაწერი 2010 ან 2011 წელს არის გაკეთებული და დღევანდელ ოპოზიციას, რომელიც მაშინ ხელისუფლებაში იყო, დღეს აქვს სურვილი, ჩატარდეს გამოძიება, გაუგებარია, თავად რატომ არ ჩაატარა გამოძიება, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში? მაშინ რატომ არ დაადგინეს რეალურად, რა იყო იმ ვითარებაში? ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება გამოხმაურება თუ სტატუსი, გამოძიებით უნდა იყოს დადგენილი, ხომ არ ჰქონდა ადგილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებას“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა