იტალიაში კოვიდ 19-ით დაღუპულთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა, ექსპერტები შეზღუდვების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობენ

იტალიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსს კიდევ 318 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 100 103-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, იტალია მეორე ევროპული ქვეყანა გახდა გაერთიანებული სამეფოს შემდეგ, სადაც კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა.

ერთი წლის წინ იტალია პირველი ქვეყანა გახდა ევროპაში, რომელმაც კორონავირუსთან დაკავშირებული „ლოქდაუნი“ დააწესა.

აღსანიშნავია, რომ ინფექციის გავრცელების კუთხით რამდენიმეთვიანი სტაბილურობის შემდეგ, ბოლო დღეების განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობა მატულობს და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ქვეყანამ, 2 კვირაში, შესაძლოა, ახალ პიკს მიაღწიოს და ინფიცირებულების ყოველდღიური რაოდენობა 40 000-მდე გაიზარდოს, თუკი შეზღუდვები არ გამკაცრდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა