„ჯივიპი“ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური”, 9 მარტს, სამშაბათს, ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიის პრესსამსახურიდან აცნობეს, დაგემილი სამუშაოების გამო, ზოგიერთ რაიონში წყალმომარაგება შეიზღუდება.

„წყალგამტარი გვირაბი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია, რომლის საშუალებითაც 40 000-ზე მეტ აბონენტს მაღალი ხარისხის სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

9 მარტს წყალგამტარ გვირაბზე დაგეგმილ სამუშაოების ფარგლებში ორი მაგისტრალური წყალსადენის ერთმანეთთან დაკავშირება მოხდება. დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და საკვანძო ჭები, რაც კომპანიას წყლის ნაკადების ეფექტურად მართვის საშუალებას მისცემს.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად ისნის, ნაძალადევის და ჩუღურეთის რაიონებს წყალმომარაგების ალტერნატიული შესაძლებლობა ექნება, რაც მინიმუმადე შეამცირებს ტექნიკური სამუშაობის დროს აღნიშნულ რაიონებში წყალმომარაგების შეზღუდვას.

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელი იქნება მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 9 მარტს, ღამის 23:00 საათიდან 11 მარტის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში: ვაზისუბნის დასახლებას და მიკრორაიონებს, სულაქველიძის და მიმდებარე ქუჩებს. ქეთევან დედოფლის გამზ. N78-ს, ნავთლუღის I დასახლების ქუჩებს, კიკეთის, სამრეკლოს, მესხიშვილის, ავლაბრის, II შორაპნის, აწყურის, მესხეთის და მიმდებარე ქუჩებს.

ჩუღურეთის რიონში: 9 ძმის, ცაიშის, ნორიოს, ჩეჩელაშვილის, დავითაშვილის, სალიების, პ.სააკაძის, გუმათის, მეუნარგიას, გედევანიშვილის, ჯორჯაძის, ხუდადოვის და მიმდებარე ქუჩებს, ივერთუბნის დასახლებას.

ნაძალადევის რაიონში: გეგუთის, კურსების, ლოტკინის მთის, ზაქარაიას, ბეჟანიშვილის, ბენდელიანის, ასკურავას, ურიდიას, ღრმაღელის, ილურიძის, დიდი ჯიხაიშის, ზედაზენის, ტიბაანის, მუხრანის და მიმდებარე ქუჩებს. სანზონის დასახლების ნაწილს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“,-აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა