ირაკლი ზარქუა - თბილისის მერობის კანდიდატი ვინ იქნება პოლიტსაბჭო წყვეტს, იქნებ მე ვიყო, რა იცით?

თბილისის მერობის კანდიდატი ვინ იქნება პოლიტსაბჭო წყვეტს, იქნებ მე ვიყო?! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი კვლავ კახა კალაძე.

მისივე თქმით, კახა კალაძე „ქართული ოცნების" გუნდში რჩება.

„ბატონი კალაძე არის გუნდის ლიდერი, გუნდში რჩება ჩვეულებრივად, იმ გამოწვევებს, რაც გვაქვს, ყველა ერთად ვუპასუხებთ.

ამასთან დაკავშირებით შეიკრიბება პოლიტსაბჭო, თქვენ იცით, პარტიაში გვაქვს ეს ორგანო, სადაც პოლიტსაბჭო წყვეტს ვინ იქნება და ვინ არ იქნება (თბილისის მერობის კანდიდატი). იქნებ მე ვიყო, რა იცით?"- განაცხადა ზარქუამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა