თავდაცვის მინისტრი ისრაელის კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ისრაელის კომპანია “ელბიტის“ წარმომადგენლებს შეხვდა და ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარების საკითხები განიხილა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ყურადღება სსსტც „დელტას“ ბაზაზე ადგილობრივი ვაზნების საწარმოს შექმნის პროცესსა და წარმოების განვითარების პერსპექტივებზე გამახვილდა.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ტყვია-წამლის საწარმოს შექმნა ხელს შეუწყობს რესურსების დაზოგვას და ადგილობრივი წარმოების განვითარებას.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ასევე საქართველოში ერთობლივი სამხედრო წარმოების დანერგვისა და განვითარების გეგმები განიხილეს.

იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს