დიმიტრი პესკოვი ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ხელმძღვანელის  Sputnik V-სთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას „არაკორექტულს და შემაშფოთებელს“ უწოდებს

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ხელმძღვანელის კრისტა ვირტუმერ - ჰოჩეს განცხადება გააკრიტიკა, რომელმაც რუსული ვაქცინის, Sputnik V-ის, გადაუდებელი გამოყენებისთვის დამტკიცება "რუსული რულეტის თამაშს" შეადარა.

რუსული მედიის ინფორმაციით, პესკოვმა განაცხადა, რომ ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ხელმძღვანელის კომენტარი არაკორექტული და სამწუხაროა.

„რაც შეეხება ამ შემაშფოთებელ განცხადებას, ის, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია. ვაქცინაზე მოთხოვნა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა ბევრ ქვეყანაში მის პოპულარობაზე მიანიშნებს“, - განაცხადა პესკოვმა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე Sputnik V-ის შემქმნელებმა ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ხელმძღვანელისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.

ცნობისათვის, კრისტა ვირტუმერ - ჰოჩემ ორი დღის ქვეყნებს მოუწოდა, რომ რუსული ვაქცინის, Sputnik V-ის გადაუდებელი გამოყენებისთვის ეროვნულ დონეზე დამტკიცებისგან თავი შეიკავონ და ეს იდეა "რუსული რულეტის“ თამაშს შეადარა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა