მეუფე დავითი მარტვილის ეპარქიის მოვლენებზე - გადაჭრით თქმა, რომ პოლიტიკური ძალა დგას ამის უკან, შეიძლება მართებული არ იყოს

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის (მახარაძე) განცხადებით, მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენების უკან

რომ პოლიტიკური ძალები შეიძლება იდგნენ, ამის თქმა მართებული არ არის.

ამის შესახებ მეუფე დავითმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, თუ ყოფილ მღვდელმთავარს პეტრე ცაავას სამღვდელო პირებთან კონტაქტი აქვს, „შეიძლება რაღაც ბიძგის და წაქეზების მომენტები იყოს“.

„გუშინდელი შემთხვევა არაეთიკური იყო. არ შეიძლება, როდესაც კრება მიმდინარეობს სასულიერო პირების, იმ დარბაზში შეჭრა შტურმით მოხდეს. გარკვეულ ძალებს რომ რაღაც დაინტერესება აქვთ, ეს გუშინ ნათლად გამოჩნდა, რადგან ყველა საინფორმაციო საშუალება არასწორად, უმართებულოდ ადანაშაულებდა მომხდარში მეუფეს და სასულიერო პირებს. როგორც ჩანს, ძალები, რომლებსაც სურთ, რომ ეს სახელდებული იყოს ეკლესიის მხრიდან არაეთიკურ მოქმედებად, ძალიან ბევრნი არიან.

ამის გადაჭრით თქმა, რომ პოლიტიკური, რომელიღაც ძალა დგას ამის უკან, შეიძლება არ იყოს მართებული, მაგრამ ის, რაც ხდება ზოგადად საქართველოში, სახელმწიფოში, მისი ანარეკლი რომ ეკლესიის შიგნითაც ხდება, ფაქტია. რაც შეეხება სასულიერო პირების და მეუფის განცხადებებს, რომელიც ნაწილობრივ შეიცავს პოლიტიკურ განცხადებებს, ესეც კი საკმარისი იქნება ამ ეჭვის დამადასტურებელ ფაქტორად რომ მოვიყვანოთ“, - განაცხადა მეუფე დავითმა და დასძინა: „მეუფე სტეფანეს ნათქვამს თუკი ვერწმუნებით და ალბათ, ეს სარწმუნოა, მეუფე პეტრეს აქვს თავის ყოფილ სამღვდელოებასთან ურთიერთობა.

„ძნელია იმის თქმა, თუ რაზე ლაპარაკობენ, მაგრამ შეიძლება რაღაც ბიძგის და წაქეზების მომენტები იყოს. რადგან ყოფილი მღვდელმთავარი თავის ყოფილ სასულიერო პირებთან თუკი სატელეფონო საუბრებშია ჩართული, იქ ყველაფერი შესაძლებელია“, - განაცხადა მეუფე დავითმა.

ცნობისთვის, 7 მარტს, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ეპარქიის ორ დიაკონს - კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა, ამ ფაქტმა გუშინ ეპარქიის წარმომადგენლებსა და მრევლის ნაწილს შორის დაპირისპირება გამოიწვია.

საქართველოს საპატრიარქოს შეფასებით, მომხდარი დაგეგმილი პროვოკაცია იყო და ჟურნალისტები რეზიდენციაში ძალმომრეობით შეიჭრნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა