ბუკინგემის სასახლე მეგანისა და ჰარის ინტერვიუზე - წამოჭრილი საკითხები, განსაკუთრებით კი რასობრივ თემასთან დაკავშირებული, შემაშფოთებელია

ბუკინგემის სასახლე აცხადებს, რომ სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას მიერ ოპრა უინფრისთან ინტერვიუში რასობრივ თემასთან დაკავშირებით წამოჭრილი საკითხები მათთვის შემაშფოთებულია.

„მთელი ოჯახი დამწუხრებულია იმის გაგებით, რამდენად რთული იყო ჰარისა და მეგანისთვის ბოლო წლები. წამოჭრილი საკითხები, კერძოდ კი რასიზმთან დაკავშირებული საკითხი, შემაშფოთებელია. ჩვენ ეს საკითხები სერიოზულად მივიღეთ და მიუხედავად იმისა, რომ მოგონებები შესაძლოა განსხვავებული იყოს, ოჯახი პირადად განიხილავს მათ. ჰარი, მეგანი და არჩი ყოველთვის იქნებიან ოჯახის საყვარელი წევრები“, – აღნიშნულია სამეფო სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტელეკომპანია CBS-მა ორი დღის წინ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ინტერვიუ გაავრცელა, სადაც სასექსის ჰერცოგინია სამეფო ოჯახში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. მისი თქმით, ოჯახის ერთ-ერთი წევრი მათი შვილის, არჩის, დაბადებამდე ღელავდა მისი კანის ფერზე და დასვა კითხვა იმასთან დაკავშირებით, რამდენად მუქი ფერის შეიძლებოდა ყოფილიყო მისი კანი, თუმცა მეგანმა სამეფო ოჯახის აღნიშნული წევრის ვინაობა არ დააკონკრეტა. მოგვიანებით, პრინცმა ჰარიმ განმარტა, რომ კითხვა არც დედოფალს და არც პრინც ჩარლზს არ დაუსვამს. ამასთან, ინტერვიუში მეგან მარკლიმ აღნიშნა, რომ ზოგჯერ „სიცოცხლე აღარ სურდა“, რადგან სამეფო ცხოვრება ძალიან რთული იყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა