ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდულად მაღალი დღიური რაოდენობა დადასტურდა

ბრაზილიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსს კიდევ 1 972 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - შესაბამის ინფორმაციას ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყანაში კოვოდ 19-ით 168 370 პაციენტი დაიღუპა.

ამასთან, ბრაზილიაში კორონავირუსის 70 764 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 11.12 მილიონამდე გაიზარდა.

რიო-დე-ჟანეიროში დაფუძნებულმა კვლევითმა ინსტიტუტმა Fiocruz- მა გუშინ მოხსენება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია რომ ბრაზილიის 27 შტატიდან 25-ში რეანიმაციულ განყოფილებებში საწოლების 80% -ზე მეტი დაკავებულია, ბრაზილიის 15 უდიდეს ქალაქში კი საწოლების 90%-ია დაკავებული.

იხილეთ ვიდეო:ბრაზილიაში კორონავირუსი გარდაცვალების რეკორდულად მაღალი დღიური რაოდენობა დადასტურდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა