საბერძნეთი ტურიზმის გახსნას 14 მაისიდან გეგმავს

საბერძნეთი იმედოვნებს, რომ ვიზიტორების მიღებას 14 მაისიდან შეძლებს, - შესაბამისი განცხადება ტურიზმის მინისტრმა ჰარის თეოჰარისმა გააკეთა.

მისი თქმით, აღნიშნული თარიღიდან საბერძნეთი უმასპინძლებს ყველას, ვინც აცრილი და ვირუსისგან გამოჯანრთელებული იქნება ან კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი ექნება.

”ჩვენი მიზანია ტურიზმის გახსნა 14 მაისისთვის კონკრეტული წესებით და განახლებული პროტოკოლებით. მანამდე, ჩვენ თანდათანობით გავაუქმებთ შეზღუდვებს, თუ პირობები ამის საშუალებას მოგვცემს,”- აღნიშნა საბერძნეთის ტურიზმის მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ ყოველი მეხუთე ბერძენი ტურიზმის სფეროშია დასაქმებული. ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, რომ მათი მიზანია, წელს 31.3 მილიონი ვიზიტორის სულ მცირე ნახევარი მაინც მიიზიდონ, ანუ ადამიანების იმ რაოდენობის 50%-ი, რა რაოდენობაც საბერძნეთს პანდემიამდე სტუმრობდა.

იხილეთ ვიდეო:საბერძნეთი ტურიზმის გახსნას 14 მაისიდან გეგმავს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა