“ევრონიუსი” - იტალიაში ივლისიდან რუსული ვაქცინა Sputnik V-ის წარმოება იწყება

იტალიაში, მიმდინარე წლის ივლისიდან, კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა Sputnik V-ის წარმოება დაიწყება, - “ევრონიუსის” ინფორმაციით, ამის შესახებ იტალია-რუსეთის სავაჭრო პალატაში განაცხადეს.

ეს ნიშნავს, რომ იტალია გახდება ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელიც რუსულ ვაქცინას დაამზადებს.

“ვაქცინის წარმოება 2021 წლის ივლისიდან იტალია-შვეიცარიის ფარმაცევტულ კომპანია Adienne- ის ქარხნებში დაიწყება,” - განაცხადა პალატის მრჩეველმა პრესასთან ურთიერთობების საკითხებში სტეფანო მაგიმ.

მისივე თქმით, 2021 წლის 1-ელი ივლისიდან 2022 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში 10 მილიონი დოზის წარმოება მოხდება.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მარეგულირებელ ორგანოს Sputnik V-ის გამოყენება ჯერ არ დაუმტკიცებია. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის უნგრეთი და სლოვაკეთი, ევროპის მედიკამენტების სააგენტოს გადაწყვეტილებას არ დაელოდა და რუსული ვაქცინის გამოყენება დაიწყო. სააგენტოს წარმომადგენელმა ეს ნაბიჯი „რუსული რულეტის“ თამაშს შეადარა.

იხილეთ ვიდეო:"ევრონიუსი" - იტალიაში ივლისიდან რუსული ვაქცინა Sputnik V-ის წარმოება იწყება

დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.10.2021
იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
"ავერსსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ინვესტიცია გუდაურის ოპერირებად სასტუმროში
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში საცხოვრებელი სახლების პროექტების მდგრადი განვითარებისთვის $10 მილიონიანი სესხი დაამტკიცა
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდი“ ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს