პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი და ნდობის ჯგუფი თავდაცვის ძალების ვაზიანში განთავსებულ დანაყოფებს ეწვია

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და ნდობის ჯგუფის წევრები, ვაზიანში განთავსებულ საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC), მე-5 საარტილერიო და მე-4 მექანიზირებულ ბრიგადებს სტუმრობდნენ. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრიგადებსა და საბრძოლო მომზადების ცენტრში დეპუტატებისთვის სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.

„მათ მიიღეს დეტალური ინფორმაცია დანაყოფების სტრუქტურისა და ამოცანების შესახებ, დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ბრიგადების შტაბები, ძირითადი ტექნიკა და შეიარაღება, ეკიპირება, მათ შორის უნიფორმები და ფეხსაცმლები. კანონმდებლები იმყოფებოდნენ ყაზარმებში, გაეცნენ სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ, ასევე კვებით პირობებს და მათთან ერთად ისადილეს. მე-4 მექანიზირებულ ბრიგადაში, დეპუტატებმა გვირგვინით შეამკეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის/ნდობის ჯგუფის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას თქმით, კომიტეტი ინტენსიურად ეცნობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი უწყებების საქმიანობას.

„ერთ-ერთი ასეთი ვიზიტი შედგა დღეს ვაზიანში, სადაც გვქონდა შესაძლებლობა ადგილზე გავცნობოდით და შეგვეფასებინა თავდაცვის უწყებაში, სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, გადადგმული ნაბიჯები და მნიშვნელოვანი მიმდინარე პროექტები, რაც უკავშირდება თავდაცვის ძალების საბრძოლო მზდყოფნის ამაღლებას, შეირაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციას, სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებას, სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო მომზადებას, მათ ეკიპირებას, საცხოვრებელ პირობებს და კვებას. ეს ვიზიტი არის თავდაცვის უწყებასა და პარლამენტს შორის მჭიდრო თანამშრლომლობის ბრწყინვალე მაგალითი, უწყების გახსნილობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტის გამოვლინება. ვიზიტი ასევე მიუთითებს ჩვენს დღის წესრიგში თავდაცვის საკითხების განსაკუთრებულ პრიორიტეტულობაზე. ნამდვილად შთამბეჭდავია ის, რაც თავდაცვის ძალებში ხორციელდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და ნატო-სთან თავსებადობის ამაღლების თვალსაზრისით. დღეს ჩვენს ჯარს აქვს თანამედროვე შეიარაღება, საუკეთესო საბრძოლო მომზადება, მაღალი ხარისხის უნიფორმა და ეკიპირება, შესანიშნავი კვება, სამსახურისა და ცხოვრების, მკურნალობის და რეაბილიტაციის ღირსეული პირობები. გულდასაწყვეტია, როდესაც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები და ზოგიერთი მედია საშუალებები, ამ საკითხებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებით და ფაქტების დამახინჯებით მიზანმიმართულად ეწევიან თავდაცვის ძალების დისკრედიტაციას და თავდაცასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზირებას. აუცილებელია ყველა, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, პასუხისმგებლობით, სახელმწიფოებრივად მოეკიდოს მსგავს საკითებს, დააფასოს ჩვენი ჯარისკაცების ღვაწლი და სამსახური. საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, აუცილებელია თავდაცვის დაფინანსების გაზრდა, თავდაცვაში კიდევ უფრო მეტი რესურსების მიმართვა. ჩვენ, კანონმდებლები ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიმართულებით ეფექტიანი ნაბიჯების გადასადგმელად”, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა