ალუდა ღუდუშაური - თუ სააკაშვილს უნდოდა, საქართველოს პოლიტიკაში ჩარეულიყო იმ ფორმით, როგორც ერევა, არ უნდა მიეგდო საქართველოს პასპორტი და არ უნდა გაქცეულიყო სხვა ქვეყანაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის შეფასებით, როდესაც ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა, ჩამოერთვა ლეგიტიმური უფლება, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერიოს.

მან ევროპარლამენტარების მოწოდებები შეაფასა და აღნიშნა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს პოლიტიკაში ჩარევა სურდა, მოქალაქეობაზე უარი არ უნდა ეთქვა.

„ცალკეული ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ბატონ მიხეილ სააკაშვილს, საუბარია იმაზე, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე პირდაპირ და დაუფარავად ერევა ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში. ამიტომ, თუ, მაგალითად, ბატონ სააკაშვილს უნდოდა, საქართველოს პოლიტიკაში ჩარეულიყო იმ ფორმით, როგორც დღეს ერევა, ამის მარტივი საშუალება ჰქონდა - მას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი არ უნდა ეთქვა, არ უნდა მიეგდო საქართველოს პასპორტი, არ უნდა გაქცეულიყო სხვა ქვეყანაში და სხვა ქვეყნის პასპორტი ჯიბეში არ უნდა ჩაედო. ამიტომ, როდესაც მან უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, ვფიქრობ, ყველაზე ცოტა, ჩამოერთვა ლეგიტიმური უფლება, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერიოს“,-განაცხადა ღუდუშაურმა.

მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების მოწოდებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

„დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ უნდა შევძლოთ გამოვნახოთ საერთო ენა, დავსხდეთ მოლაპარაკებეის მაგიდასთან. ვფიქრობ, ჩვენი ოპონენტი მხარე მართლაც იპოვის თავის თავში იმ საღ აზრს, როდესაც გააცნობიერებენ, რომ მოვიდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება და ისეთ შეთანხმებას მივაღწიოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის და უპირველეს ყოვლისა, მოქალაქეებისთვის ამოსავალი წერტილი იქნება“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა