ბექა ნაცვლიშვილი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებას ეხმაურება

სწორედ საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით ვამტკიცებ, რომ 2020-2021 წლებში ელექტროსისტემას შეუძლია ყოველგვარი საბალანსო სიმძლავრეების გარეშე აითვისოს 333 მეგავატი ქარისა და 130 მეგავატი მზის ენერგიის სიმძლავრე,- აცხადებს ყოფილი დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი და საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემის განცხადებას ეხმაურება.

ბექა ნაცვლიშვილის თქმით, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქარის ენერგიას გააჩნია უპირატესობა ჰიდროენერგიასთან მიმართებაში.

„მინდა გამოვეხმაურო საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემის (სსე) განცხადებას ჩემს სტატიაზე „ნამოხვანის ალტერნატივა არსებობს“. სტატიაში სწორედ მათ მონაცემებზე დაყრდნობით ვამტკიცებ, რომ 2020-2021 წლებში ელექტროსისტემას შეუძლია ყოველგვარი საბალანსო სიმძლავრეების გარეშე აითვისოს 333 მეგავატი ქარისა და 130 მეგავატი მზის ენერგიის სიმძლავრე. გორის ქარის ელექტროსადგურის, რომლის სიმძლავრეც 20 მეგავატია და უკანასკნელი წლის გამომუშავება ენერგობალანსის მიხედვით 90 მილიონი კილოვატ საათი, გვაძლევს იმის გათვლის საშუალებას, რომ 500 მეგავატი ქარის სიმძლავრე 2 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქარის ენერგიას გააჩნია უპირატესობა ჰიდროენერგიასთან მიმართებაში, სეზონური დისბალანსის აღმოფხვრის მხრივ, განსაკუთრებით კი ზამთარში, როდესაც ბუნებრივი პირობების გამო გვიწევს იმპორტის განხორციელება. სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენ ელექტროენერგიის იმპორტს ვახორციელებთ, ნამახვანჰესის გამომუშავების მაქსიმუმი, სხვადასხვა ჰესების გამოცდილებაზე დაყრდნობით, (სამწუხაროდ ამგვარი კვლევა კომპანიას და არც სახელმწიფოს ჯერ არ წარმოუდგენია) 600–დან 700 მილიონ კილოვატსაათამდე შეიძლება იყოს. აპრილიდან ივლისამდე დაგროვილი წყლის რაციონალური ათვისების შემთხვევაშიც კი, დეკემბერში კაშხლის რეზერვუარი უკვე დაცლილი იქნება. ამიტომ, ქარის ენერგია უალტერნატივოა იმპორტის ჩანაცვლების თვალსაზრისით. ნიშანდობლივი ის არის, რომ ქარისა და მზის ენერგიის განვითარების ერთ-ერთ ხელშემშლელ ფაქტორად საბალანსო სიმძლავრეების ნაკლებობას ასახელებენ. ხშირად „ნამოხვანჰესის“ პროექტის გამართლება განახლებადი ენერგიების განვითარების არგუმენტითაც კი ხდება.

ის, რომ ამგვარი საბალანსო სიმძლავრეები დღესაც გააჩნია ჩვენს ელექტროსისტემას ცხადად ჩანს სწორედ მათ მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს გადამცემი ქსელის ათწლიან გეგმაში 2021-2031, დოკუმენტის 285-ე გვერდზე, ცხრილში 18.3. სწორედ მათი დასკვნის მიხედვით 333 მეგავატი ქარისა და 133 მეგავატი მზის ენერგიის დაშვება შესაძლებელია უპირობოდ, ან უმნიშვნელო ღონისძიებების გათვალისწინებით“,-აცხადებს ნაცვლიშვილი.

ცნობისთვის, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ყოფილი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის სტატიას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მზისა და ქარის ელექტროსადგურების ძალიან დიდი სიმძლავრეების ინტეგრაციის შემთხვევაში, თუ სისტემაში არ იქნება საკმარისი რეზერვების და ინერციის წყაროები, გაიზრდება ავარიების რაოდენობა და მომხმარებლების შეზღუდვის რისკი.

„კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაციისთვის, მნიშვნელოვანია წყალსაცავიანი ჰესების სისტემაში ინტეგრირება, რაც გათვალისწინებული არის განახლებადი ენერგიის წყაროების კვლევაში.

ამასთან, გაუგებარია, რას ეფუძნება ბატონი ბექა ნაცვლიშვილის ვარაუდი, რომ დღეისათვის შესაძლებელია 500 მგვტ-მდე ქარის ინტეგრაცია”,-აღნიშნულია სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებაში.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე