პოლონეთში კორონავირუსის 17 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველაზე მაღალი დღიური რაოდენობაა ნოემბრის შემდეგ

პოლონეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 17 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველაზე მაღალი დღიური რაოდენობაა ნოემბრის შემდეგ, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქვეყანაში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღას ებრძვის, საერთო ჯამში კორონავირუსის 1.8 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.

რაც შეეხება დაღუპულთა რაოდენობას, პოლონეთში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ 19-ს 45 997 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო