ანზორ ბიწაძე - რაგბი ჩვენი კი არა, ივანიშვილის თამაშია

"რაგბი ჩვენი კი არა, ივანიშვილის თამაშია",- ასე შეაფასა „ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანზორ ბიწაძემ რაგბის კავშირთან მომხდარი დაპირისპირება.

მისი თქმით, რაგბი ხალხს სოციალურად აერთიანებდა და ახარებდა, რაც დღეს ასე აღარ არის.

“რაგბი ლამის ერთადერთი იყო, რაც ჩვენ ხალხს სოციალურად აერთიანებდა და ახარებდა. „რაგბი ჩვენი თამაშია” - ჩვენი საყვარელი ფრაზა იყო და ჰეშთეგი #რაგბიჩვენითამაშია ყველაზე პოპულარული. არა მეგობრებო, ხომ ხედავთ, რაგბი ჩვენი თამაში არ არის, რაგბი ივანიშვილის თამაშია, ისევე როგორც ყველა სხვა თამაში, სპორტულიც და არასპორტულიც და ასე იქნება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში, მანამ სანამ ყველანი ერთად, ყველა უმსგავსობას, რაც გვჭირს პროტესტით და ქუჩაში გამოსვლით არ ვუპასუხებთ", - აცხადებს ბიწაძე.

ცნობისთვის, „ექსპო ჯორჯიაში", სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს, დაძაბული ვითარება იყო. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ. შეხლა-შემოხლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაპირისპირების მიზეზი რაგბის პრეზიდენტობის კანდიდატის სოსო ტყემალაძის მისვლა გახდა. ადგილზე შეკრებილები ტყემალაძესთან მიახლოებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ცნობისთვის, დღეს, „ექსპო ჯორჯიაში" რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები იმართება. როგორც ცნობილია, პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია სოსო ტყემალაძე.

გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა.

ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ის ირაკლი აბუსერიძეა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა