რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს

რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს. ამის შესახებ „ექსპო ჯორჯიაში“ არჩევნების შემდეგ გამართულ

ბრიფინგზე განაცხადეს.

„დღეს შედგა ქვორუმი ანუ 25 დელეგატი მოვიდა, რომელიც წარმოადგენდა 42 ხმას. კვორუმისთვის განმეორებითი ყრილობა რომ შედგეს საჭირო არის 50% + 1 ხმა. ამის შედეგად ეს დაითვალა, სულ 38 ხმა იყო საკმარისი კვორუმის მოსაგროვებლად, რომ ყრილობა ჩატარებულიყო. რა თქმა უნდა, შედგა ყრილობა და ავირჩიეთ პრეზიდენტი. იყო ერთი კანდიდატი და ეს იყო იოსებ ტყემალაძე. ის არჩეულია უმრავლესობით. დღეს ის ითვლება რაგბის კავშირის პრეზიდენტად“ , - განაცხადა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ გოჩა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, „ექსპო ჯორჯიაში", სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობდა, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ და თვლიან, რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ის ირაკლი აბუსერიძეა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა